
პროპაგანდისტული "სპუტნიკ ლიეტუვის" მთავარი რედაქტორი მარატ კასემი ლატვიაში, რიგაში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ცნობები Sputnik-მა საკუთარ ტელეგრამის არხზე გაავრცელა.
გუშინ, 5 იანვარს სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილებოდა. კასემის ადვოკატი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის პროპაგანდისტი ჟურნალისტი რიგის ცენტრალურ ციხეში გადაიყვანეს.
"სპუტნიკი" წერს, რომ მათი ინფორმაციით, კასემს ბარლი ორი მუხლით წარუდგინეს - რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის ეკონომიკური სანქციების დარღვევა და ჯაშუშობა.
„სპუტნიკისვე“ ცნობით, მარატ კასემი ლატვიის მოქალაქეა, რამდენიმე წელი ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში "Russia Today-ში", რომელშიც ასევე შედის Sputnik ლიეტუვა. ლატვიაში პროპაგანდისტი ჟურნალისტი 30 დეკემბერს ჩავიდა.