
საჰაერო განგაში ამოქმედდა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ "ცეცხლის შეწყვეტის" შესახებ რეჟიმის "ამოქმედების" შემდეგ.
უკრაინა ამბობს, რომ სირენების ხმა ჯერ კიევსა და პოლტავას რეგიონებში გაისმა, შემდეგ კი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.
სირენები საჰაერო დარტყმის შესახებ საფრთხეზე აფრთხილებს მოქალაქეებს და მათ თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებს.
მომხდარს გამეხმაურა უკრაინელი დეპუტატი, ინა სოვსუნი წერს, რომ მომხდარი აჩვენებს "როგორ უნდა ენდო პუტინს".
ცნობისთვის, პუტინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა დაავალა. პუტინის განკარგულებით, რეჟიმი 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება. იხილეთ: