საქართველოს მესამე პრეზიდენტს გონების დაკარგვის მორიგი ეპიზოდის შემდეგ დღეს ექიმებმა დამატებითი კვლევები ჩაუტარეს, თუმცა შედეგები ჯერჯერობით უცნობია. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკვე იმდენად დამძიმებულია, რომ 9 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს ის ვერც ფიზიკურად და ვერც დისტანციურად დაესწრება.
თუმცა ცნობილია, რომ ამ სხდომაზე ქართველი ექსპერტები დაიკითხებიან. ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე ადვოკატები შუამდგომლობას დააყენებენ, რომ პროცესები ყოველდღე გაიმართოს, რადგან დაპატიმრებული პრეზიდენტისთვის ყოველი დღე გადამწყვეტია. დღეს კლინიკა ვივამედში იმყოფებოდა მეუფე ნიკოლოზიც, რომელმაც მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის გამო კიდევ ერთხელ გამოთქვა აღშფოთება.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი