
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შობის ღამეს დონეცკის ოლქში რამდეიმე დასახლება დაბომბა. იერიშებს 2 ადამაინი ემსხვეპრლა, 7 კი მძიმედ დაიჭრა. ეს მონაცემები დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ ოფიციალურ ტელეგრამის არხზე გაავრცელა.
"რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 6 იანვარს რუსებმა დონეცკის ოლქში 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: ბახმუტსა და კრასნაია გორაში.რეგიონში კიდევ 7 ადამიანი დაშავდა. ამჟამად მარიუპოლსა და ვოლნოვასში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება!",- წერს ის.
მანმდე პუტინმა 6-7 იანვარს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა "საშობაო ზავის" მოტივით. აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კრემლს სურს შობა საფარველად გამოიყენოს.
უკრაინული მედია, Unian წერს, რომ რუსების ეგრეთ წოდებული „საშობაო ზავი“ არ გახდა მათთვის დონეცკის რეგიონში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შეწყვეტის საბაბი.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და უკრაინის წინააღმდეგ დამატებით მილიონ ნახევარი ჯარისკაცის მობილიზებას აანონსებს. დაზვერვის ინფორმაციით, კრმელის ახალი მობილიზაცია რემადენიმე ეტაპად დაიყოფა და 2023 წლის ბოლომდე გაგრძლედება.