ქართული ოცნების 30 მაჟორიტარ კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალია

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის 30 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალი წარადგინა - ნინო ლაცაბიძე მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავში იქნება. წარდგენის დროს, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ის საქმიანობას 4 შვილის დედობას წარმატებით უთავსებს.

ნინოს აქვს ხანგრძლივი მენეჯერული გამოცდილება საჯარო სამსახურში. დღეს ის არის თბილისის საკრებულოს აქტიური წევრი და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს ის წარმატებით უთავსებს 4 შვილის დედობას, - თქვა კობახიძემ.

დღეს, 20 ივლისს  "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ.

ქართული ოცნების მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი