ევროკავშირი ირანის ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს მომიტინგეების სიკვდილით დასჯის დაკისრებისა და აღსრულების პრაქტიკა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის თქმით, აქციის მონაწილეების სიკვდილით დასჯა ირანის ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეთა დემონსტრაციების სასტიკი ჩახშობის კიდევ ერთი ნიშანია.
"სიკვდილით დასჯა არის სასტიკი და არაადამიანური სასჯელი, რომელიც არ მოქმედებს დანაშაულის შემაკავებელ ფაქტორად და წარმოადგენს ადამიანის ღირსების და მთლიანობის მიუღებელ უარყოფას. გარდა ამისა, ეს არის საბოლოო სასჯელი, რაც სასამართლო შეცდომებს შეუქცევადს ხდის",- თქვა ბორელმა.
ირანში 7 იანვარს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის კიდევ ორი ადამიანი ჩამოახრჩვეს.