ჯანდაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის და დღეიდან, 20 ივლისიდან საბურთალოს ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის, დავით სერგეენკოს თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი ლაიტმოტივი კონკურენტებთან პაექრობა არ იქნება.
ვფიქრობ, რომ მთავარია არა კონკურენტთან პაექრობაზე დროის ხარჯვა, არამედ იმაზე კონცენტრირება და ფოკუსირება, თუ რით შეგიძლია დაეხმარო და მხარში ამოუდგე შენს ამომრჩეველს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი ლაიტმოტივი ასეც იქნება, - თქვა დავით სერგეენკომ.
სერგეენკომ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პროცესი სპეციფიური და აქტიური იქნება. დავით სერგეენკო, 2012-2018 წლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო, 2019 წლიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ხოლო 2019 წლიდან პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.
დღეს, 20 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ.
ქართული ოცნების მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.