იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, "ქართული ოცნების" პროგრამა იმ ხაზის გაგრძელება იქნება, რომელიც 2012 წელს დაიწყეს.
ჩვენი გეგმა, პროგრამა არის ის, რომ გავაგრძელოთ ის ხაზი, რაც დავიწყეთ 2012 წელს. მე, რა თქმა უნდა, ვიქნები წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული, როგორც ვიყავი და ვარ, 2011 წლიდან, როცა ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა იმ საშინელებისადმი, რაც იმედი მაქვს, რომ 2020 წელს საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს, - თქვა თეა წულუკიანმა.
არსებობდა ვარაუდი, რომ თეა წულუკიანი მაჟორიტარი კანდიდატი იქნებოდა, თუმცა მმართველმა პარტიამ ამგვარი გადაწყვეტილება არ მიიღო.
დღეს, 20 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ.
ქართული ოცნების მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.