სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო - სხდომაზე ამერიკელ ექსპერტს გამოკითხავენ

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი დაიწყო. მოსამართლე გიორგი არევაძე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე მსჯელობს. 

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს. უფლებადამცველები და ოჯახი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, შესაბამისად აუცილებელია გადაწყვეტილება სასამართლომ სწრაფად მიიღოს. 

პროცესზე ნევროლოგი, ამერიკელი ექსპერტი - შაჰინ ემანუელ ლაჰანი გამოიკითხება

"ბატონი ლახანი გახლავთ უმნიშვნელოვანესი ექსპერტი ამ საქმეში, ნევროლოგი, ის ისაუბრებს დემენციის დიაგნოზზე და იმ სხვა მძიმე დიაგნოზებზე, რომელიც მას თავის დასკვნაში აქვს აღწერილი. გარდა ამისა, პასუხი გაეცემა წინა სასამართლო პროცესზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ წამოყენების საკითხს, თითქოს საქმეში არ არსებობს გულყრის ეპიზოდები და არ არსებობს თურმე კომპიუტერული ტომოგრაფიები თავის ტვინის ნივთიერების შემცირებასთან დაკავშირებით, ეს მიეთითება სასამართლოს გვერდებით, ფურცლებით და ჩანაწერებით, თავად მათივე სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ჩანაწერები და ცუდია, რომ ისინი საქმის მასალებს არ იცნობენ", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ. 

თავად მიხეილ სააკაშვილი პროცესს ვერ ესწრება, დედამ, გიული ალასანიამ თქვა, რომ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ის ჩართვას ვერც დისტანციურად ვერ შეძლებდა.

საქალაქო სასამართლოში შეკრებილები არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი