
მოსკოვში 50 წლის ქართველი კაცი მოკლეს. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის რესტორან "თბილისოს" მზარეული იყო.
მედია წერს, რომ კაცი იმავე რესტორანში დასაქმებულმა ქალმა მოკლა. ის პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს.
შემთხვევა 4 იანვარს მოხდა.
რუსულ ტელეგრამის გვერდებზე დაპირისპირების ამსახველი ვიდეო კადრებიც ვრცელდება. ვიდეოში ჩანს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა და რომ შემთხვევას სხვა თანამშრომლებიც შეესწრნენ.