ვფიქრობ, აზრი აქვს, რომ რუსეთი დარჩეს ეუთოს წევრად - გენერალური მდივანი

გამოქვეყნდა:

ეუთოს [OSCE] გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი მიიჩნევს, რომ რუსეთის წევრობას ორგანიზაციაში ჯერ კიდევ აქვს აზრი. ამის შესახებ, უკრაინული მედიის ცნობით, მან Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, აზრი აქვს, რომ რუსეთი დარჩეს ეუთოს წევრად", - თქვა მან. 

ეუთო-დან რუსეთის გარიცხვის შესახებ მოწოდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

"ერთ დღეს ჩვენ კვლავ დაგვჭირდება საკომუნიკაციო არხები", - თქვა შმიდმა.

მისი თქმით, ეუთო არის ერთადერთი უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომელშიც ყველა, ვინც მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, ერთ მაგიდასთან ზის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი