თბილისის მერიის ორ ტენდერზე დასრულდა წინადადებების მიღება - მონაწილეობა მხოლოდ "გრინსერვისი +"-მა მიიღო

გამოქვეყნდა:

კომპანიამ, რომლის უფროსიც "ვაკის პარკში" მომხდარი ტრაგედიის საქმეზეა დაკავებული, თბილისის მერიის კიდევ ორი ტენდერში მიიღო მონაწილეობა. ორივე ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტებში ვკითხულობთ. ერთი ტენდერი სამშენებლო უბნის მოსამზადებელ სამუშაოებს ეხება, რომლის ფარგლებშიც კომპანია "გრინსერვისი+" თბილისის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული ტერიტორიის აღდგენა-მოწყობის სამუშაოები უნდა უზრუნველყოს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამუშაოებისთვის თბილისის მერია 6 850 000 ლარს გამოყოფს.

შესყიდვა თბილისის მერიამ 2022 წლის 13 დეკემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 30 დეკემბერს დაიწყო და 4 იანვარს შეწყდა. ტენდერში მონაწილეობის მიღების სურვილი მხოლოდ "გრინსერვის +"-მა გამოთქვა.

რაც შეეხება მეორე ტენდერს, აქ "გრინსერვისმა +"-მა დედაქალაქის მერიის დავალებით თბილისის მასშტაბით კეთილმოწყობისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენის სამუშაოები უნდა უზრუნველყოს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამუშაოებისთვის მერია 3 145 000 ლარს გამოყოფს.

ტენდერისთვის წინადადებების მიღება 29 დეკემბერს დაიწყო და 3 დეკემბერს დასრულდა, სადაც ერთადერთი შეთავაზება ასევე მხოლოდ "გრინსერვისს" ეკუთვნოდა.

ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევანი, სადაც დენის დარტყმას 13 წლის გოგო ემსხვერპლა, ხოლო კიდევ ორი მოზარდი დაშავდა, "გრინსერვისის" მიერ იყო რეაბილიტრებული. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 9 ადამიანი დააკავეს, მათ შორის იყო კომპანიის დირექტორს, სამუშაოთა მწარმოებელსა და ერთ თანამშრომელს. ასევე, ბრალი წარდგენილი აქვთ "გრინსერვისი +"-ის ქვეკონრაქტორი ფირმის - "ნიუ მეტალ დიზაინი"-ს წარმომადგენელს, "ნიუ მეტალ დიზაინი"-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს და შპს "მშენ-ექსპერტი"-ს დირექტორს და ექსპერტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი