საქართველოს დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის რყევის მიზნით რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს იყენებს - ამის შესახებ გავლენიანი სააგენტო "foreignpolicy" შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოპოვებულ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
რუსეთი აგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების გამოყენებას, რომ შეზღუდოს საქართველოს ეკონომიკური პარტნიორის მიმზიდველობა და გაართულოს ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები. რუსეთს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთნხმებით აღებული ვალდებულებები ჯერ კიდევ არ შეუსრულებია და მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ დახმარებას ამ დრომდე არ უშვებს, - ვკითხულობთ სტატიაში.