მიხეილ სააკაშვილის "მაგნიტსკის სიაზე" მუშაობა დაწყებულია | ვინ შეიძლება მოხვდეს სიაში საქართველოდან

გამოქვეყნდა:

სააკაშვილის მაგნიტსკის სიაზე მუშაობა დაწყებულია. ბილ ბროუდერი - ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა საერთაშორისო სასანქციო სიის შექმნაში, მიხეილ სააკაშვილის წერილს ეხმაურება და დახმარებას ჰპირდება. "მოამზადეთ სია და გავაკეთებ ყველაფერს, რომ შესაბამისი ჩამონათვალი მაგნიტსკის სიას დაემატოს" - წერს Twitter-ზე ბროუდერი.

მაგნიტსკის სია არის ალბათ ყველაზე ცნობილი ეგრეთ წოდებული შავი სია, რომელიც რუსეთში ადვოკატ სეგეი მაგნიტსკის მკვლელობის შემდეგ ჯერ ამერიკის კონგრესის მხარდაჭერით, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც შეიქმნა. წლების შემდეგ სია გაფართოვდა და ახლა დასავლური ქვეყნები ამ სიაში შეყვანით სანქციებს უწესებენ ჩინოვნიკებს, რომლებიც ადამიანურობის წინააღმდეგ ყველაზე მძიმე დანაშაულს სჩადიან.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი