ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ ორშაბათს, 9 იანვარს ფლორიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან თქვა, რომ მკურნალობას გადის წარსულში დანით მიღებულ ჭრილობასთან დაკავშირებით გართულებების გამო.
კვირას სამთავრობო შენობების დარბევის გამო, დედაქალაქში ბოლსონარუს, დაახლოებით, 1 500 ადამიანი დააკავეს.
ორშაბათს საღამოს, ახალი პრეზიდენტი ეწვია კონგრესის დაზიანებულ შენობებს, პრეზიდენტის სასახლესა და უზენაეს სასამართლოს და დაგმო "ტერორისტული აქტები". მან პირობა დადო, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.
ყოფილი პრეზიდენტი ოქტომრბის არჩევნებში მარცხს არ აღიარებს. ის პირველ იანვარს შტატებში გაფრინდა. ის ექვსი საათის შემდეგ გამოეხმაურა მომხდარ რბევას, უარყო პასუხისმგებლობა და დაგმო თავდასხმა სამთავრობო შენობებზე.
რბევის შემდეგ სხვადასხვა ქალაქებში აქციები გამართელს პრეზიდენტ ლულს მომხრეებმა. ისინი ბოლსონარუს დასჯას ითხოვენ.