"ევროპული საქართველის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, "ქართული ოცნების" და ამ გუნდის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას არანაირი წინსვლა არ ელოდება. ასე შეაფასა პოლიტიკოსმა მაჟორიტარების სია, რომელიც მმართველმა პარტიამ ცოტა ხნის წინ წარადგინა.
ვნახეთ ძველი და კიდევ უფრო ძველი სახეებისგან შემდგარი გუნდი, ვნახეთ ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკები, გუბერნატორები, მინისტრები, დეპუტატები, ვინც ამ 8 წლის განმავლობაში ძალიან კარგად მოიწყო საკუთარი ცხოვრება. დღეს ჩვენ ვნახეთ ხელისუფლება, რომელიც კიდევ ერთხელ საუბრობდა მხოლოდ წარსულზე, კიდევ ერთხელ იმალებოდა ექიმის თეთრი ხალათის მიღმა და ერთი სიტყვა არ უთქვამს მომავლის ხედავზე, - თქვა დავით ბაქრაძემ.
დღეს, 20 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ.
ქართული ოცნების მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.