პესკოვი: კრემლი შეისწავლის ფაშინიანის პოზიციას ОДКБ-ს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი შეისწავლის სომხეთის პოზიციას, საკუთარ ტერიტორიაზე არ ჩაატაროს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამხედრო წვრთნები. 

პესკოვის თქმით, ამ განცხადების შეფასება ახლა ნაადრევია.

"სომხეთის პრემიერის ეს განცხადება საკმაოდ ახალია და ვფიქრობ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნები ერთმანეთთან კავშირზე იქნებიან და ისინი გაარკვევენ სომხეთის პოზიციის დეტალებს", - განაცხადა პესკოვმა.

მისივე სიტყვებით, სომხეთთან დიალოგი ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება, რადგან იგი რუსეთის ახლო მეგობარი და პარტნიორია.

შეგახსენებთ, რომ სომხეთმა უარი განაცხადა ОДКБ-ს სამხედრო წვრთნების მის ტერიტორიაზე ჩატარებაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი