სეულში პეკინის საელჩოს ცნობით, სამხრეთ კორეელებისთვის და იაპონელებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეჩერებულია.
სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტოს ცნობით, სავიზო შეზღუდვების დაწესებამდე, ჩინეთიდან ჩამოსული ადამიანების დაახლოებით მესამედს Covid 19 დაუდასტურდა. სამხრეთ კორეამ ჩინეთიდან ჩასულთათვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტა, რასაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "მიუღებელი" უწოდა.
BBC- ინფორმაციით, ჩინეთის ბოლო გადაწყვეტილებაზე რეაგირებისას, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, მათი პოლიტიკა ჩინეთიდან ჩამოსულებთან დაკავშირებით "მეცნიერული და ობიექტური მტკიცებულებების შესაბამისი" იყო.
იაპონია ჩინელ ვიზიტორებს მხოლოდ კოვიდტესტირების გავლის შემდეგ უშვებს.