"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა ისევ წინა ხელისუფლების კრიტიკაზეა აგებული - ექსპერტების შეფასებით, ივანიშვილს და მის გუნდს ამომრჩევლისთვის შესათავაზებელი და სათქმელი არაფერი აქვს.
როდესაც ახალი სათქმელი არაფერი გაქვს, ბუნებრივია ისევ მიმართავ ნეგატიურ დღის წესრიგს, ანუ არჩევანს აძლევ ამომრჩეველს არა კარგსა და ცუდს შორის, არამედ ცუდსა და უარესს შორის, - ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
მისი თქმით, ეს აპრობირებული სქემაა და "ოცნება" წლების განმავლობაში ამ სქემაზე პარაზიტირებს.
"დემოკრატიული აუდიტის ცენტრის" ხელმძღვანელი არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ მართალია, მან დიდი ხანია ივანიშვილს პოლიტიკური გემოვნება დაუწუნა, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ის ასეთ გონებაშეზღუდულობას გამოიჩენდა.
რა გვითხრა დღეს ივანიშვილმა? გვითხრა, რომ ის არაფრის ცვლილებას არ აპირებს, რომ ის მზადაა, სრული სვლით დაგვაბრუნოს უკან სიბნელეში და ასპარეზზე გამოიყვანა, როგორც წესი, ამ მოცემულობიდან უმრავლესობა, მისი პირადად ყურმოჭრილი მონა და გვითხრა, რომ ნებისმიერი გზით, ნებისმიერი ხერხით გადაგვიგრიხავს ხელს და გაიმარჯვებს. რა უნდა ვუპასუხოთ ივანიშვილს? უნდა ვუთხრათ, რომ დავტოვებთ გაღიმებულს, - განაცხადა ახვლედიანმა.
შეგახსნებთ, რომ დღეს, 20 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ.
ქართული ოცნების მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.