Disney-ს თანამშრომლები დისტანციური რეჟიმიდან 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავლენ

გამოქვეყნდა:

მიმდინარე წყლის მარტიდან Disney-ს თანამშრომლები დისტანციურად ვეღარ იმუშავებენ და ოთხდღიან სამუშაო კვირის რეჟიმზე გადავლენ. გადაწყვეტილება მულტიმედია კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ იგერმა მიიღო.

"გაცილებით ეფექტურია, როდესაც თანამშრომლები ფიზიკურად ერთ სივრცეში იმყოფებიან. ჩემი აზრით ერთად მუშაობა ხელს უწყობს როგორც თანამშრომლების კარიერულ განვითარებას, ისე კომპანიის პროფესიონალურ ზრდას", - განაცხადა იგერმა.

Disney, Covid 19-ის პანდემიის დროს დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მოგვიანებით კომპანია ე.წ. ჰიბრიდული მოდელით მუშაობდა, რომელიც თანამშრომლებს სამუშაოს შესრულებას, როგორც ოფისიდან, ისე დისტანციურად რთავს ნებას. 

გასულ თვეებში მსგავსი გადაწყვეტილება სხვა მსხვილმა კომპანიებმაც მიიღეს, მათ შორის Snap, Tesla და Uber. 2022 წლის სექტემბრიდან Apple-ის თანამშრომლებისთვის ოფისში მისვლა კვირაში სამჯერ არის სავალდებულო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი