ბენ ჰოჯესის გზავნილები საქართველოს ხელისუფლებას | "ოცნებას" ამერიკელი გენერლის რჩევები არ აინტერესებს

გამოქვეყნდა:

პოლიტიკურ გვამზე მიჯაჭვული საქართველო - ეს არის ამერიკელი გენერლის ბენ ჰოჯესის მთავარი გზავნილი ქართული ოცნების ხელისუფლებისადმი. შეერთებული შტატების და NATO-ს არმიების სარდალი, ავაღანეთსა და ერაყში მისიების ხელმძღვანელი, გენერალ ლეიტენანტი, რომლის რეკომენდაციებსაც ყურადღებით ისმენენ ვაშინგტონსა და ბრიუსელში საქართველოს ხელისუფლებას მოსკოვისადმი სრულ მორჩილებაში ადანაშულებს და თავად კრემლს პოლიტიკურ კრახს უწინასწარმეტყველებს. 

"ქართული ოცნებისთვის" ჰოჯესს კიდევ ორი გზავნილი აქვს. თბილისში, უსაფრთხოების კონფერენზიაზე ჩამოსული გენერალი ურჩევს ჩვენს ხელისუფლებას საბოლოოდ არ აქციოს ზურგი უკრაინას და დასავლეთს, და არ დაივიწყოს შავი ზღვის გლობალური მნიშვნელობა. მაგრამ ეს გზავნილები, როგორც ჩანს უყურადღებოდ დარჩება - მმართველ პარტიაში არც კი მალავენ, რომ გავლენიანი ამერიკელი სარდლის და უკვე პოლიტიკური ფიგურის რჩევები არ აინტერესებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი