"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" სრულიად გაკოტრებულია, რაც მაჟორიტარი კანდიდატების სიით კიდევ ერთხელ დადასტურდა.
მე ვფიქრობ, რომ მაჟორიტარების კანდიდატებით ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ სრულიად გაკოტრებულია "ქართული ოცნება", როგორ პოლიტიკური ძალა, იმიტომ, რომ ისინი ძალიან ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ აქვთ რესურსი მოიზიდონ ახალი კადრები, წარუდგენენ საზოგადოებას ახალ სახეებს, განახლებულ შემადგენლობას და ვნახეთ, რომ არანაირი სიახლე არ არის წარდგენილი მაჟორიტარების კანდიდატებში, - თქვა სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილის თქმით, ამ კადრების საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი უსიტყვოდ დაემორჩილებიან ბიძინა ივანიშვილის მითითებებს.
დღეს, 20 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ.
ქართული ოცნების მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.