"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარებად ზონდერ-სპორტსმენები წარადგინა. მან აღნიშნა, რომ ძნელია დღევანდელი წარდგენა ადამიანის გამოსვლად შეაფასო.
წარმოდგენილი კანდიდატები ხომ საერთოდ, შესაფასებლად სიტყვასაც ვერ მოიფიქრებს ადამიანი. ზონდერ-სპორტსმენ-ოლიგარქ მაჟორიტარულ მანდატებზე მონადირე, მოძალადე, მტაცებელი პირები, - თქვა შალვა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძის დღევანდელი გამოსვლა კომპიუტერის ხმას გავდა, რომელსაც ტექსტი ჩაუწერეს და მას ყოველგვარი ემოციის გარეშე იმეორებდა.
დღეს, 20 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ.
ქართული ოცნების მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.