მესამე პრეზიდენტის გადარჩენა საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება - ამის შესახებ "მთავარ არხთან" "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი საუბრობს, რომელიც ევროკომისიის შეფასების პირველად ვარიანტს უკვე გაეცნო.
რიკარდ ჟოზვიაკი,რომელმაც ევროკავშირის პოლიტიკურ ნაბიჯებზე წინასწარ ბევრი იცის, ყვება, რომ ხელისუფლება რეფორმებს არ ატარებს, საქართველოს ფაქტობრივად არ აქვს პროგრესი და ამ დრომდე შეუსრულებელი აქვს რეკომენდაციები, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი 1 პუნქტი - დეპოლარიზაცია.
მიხეილ სააკაშვილის საკითხი კი მისი შეფასებით პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს.
"ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს უნდა შეესრულებინა, იყო პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება - თუმცა ამ მხრივ არაფერი კეთდება, მიხეილ სააკაშვილის საკითხი კი უფრო მეტად აღრმავებს ამ პრობლემას. იმისთვის რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროპულ მომავალს, საკმარისი არ არის მხოლოდ ეკონომიკური კუთხით იყოს ქვეყანაში პროგრესი. კვლავ დიდ პრომლემად რჩება კორუფცია, დამოიკიდებელი სასამართლო სისტემა და მედიის თავისუფლება. საქართველო რეფორმების მხრივ არაფერს აკეთებს. ამიტომ არ ვფირქობ რომ მომავლში საქართველოს შესახებ ანგარიშები დადბითი იქნება, რადგან თქვენს ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს შესასრულებელი საშინაო დავალებები და ევროკავშირი აკვირდება თუ როგორ სრულდება ეს რეკონემდაციები. მე გავეცანი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შესახებ შეფასებების პირველ ვერსიებს. დოკუმენტი თავებადაა დაყოფილი და გეტყვით რომ საქართველოს ყველგან პრობლემა აქვს",- ამბობს რიკარდ ჟოზვიაკი.