პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას შეფასებით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარების წარდგენა უინტერესო და უღიმღამო იყო. მისი თქმით, მაჟორიტარ კანდიდატებად გუბერნატორების დაყენება ნიშნავს, რომ პარტია არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას აპირებს.
გზავნილები იყო საკმაოდ ძველი და საკმაოდ ყავლგასული. ეს აღარ არის საინტერესო. არცერთი სიტყვა იმ შეუსრულებელ, მთავარ დაპირებაზე, ასე რომ ძალიან უღიმღამო, ნაცრისფერი იყო. რაც შეეხება კანდიდატებს, ის, რომ ერთი ქალია 30 კანდიდატს შორის, ეს არის "ქართული ოცნების" დამოკიდებულება. მეორე ნაწილი კანდიდატების, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის ღიად გამოყენების განაცხადი, - თქვა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, ეს ძალა უკვე ნდობადაკარგულია და დადგა დრო, რომ ისიც წავიდეს ხელისუფლებიდან.
დღეს, 20 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ.
ქართული ოცნების მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.