ამ დრომდე პრემიერის მრჩევლის და სამგორის რაიონში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, სოზარ სუბარის თქმით, მომდვენო 4 წელში მმართველმა გუნდმა ის უნდა განამტკიცოს, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩაუყარა საფუძველი
8 წელი რასაც ვაშენებდით, ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტები თუ ქვეყნის კეთილდღეობა და ეკონომიკის განვითარებისთვის საფუძვლის ჩაყრა, შემდეგ 4 წელიწადში უნდა განმტკიცდეს ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოცდაათივე მაჟორიტარი, რომელიც დასახელებულია არის ძალიან გამოცდილი, ზოგი მათგანი პოლიტიკოსი, ზოგი ბიზნესის სფეროდან მოსული ადამიანი - თქვა სოზარ სუბარმა.
სუბარის მტკიცებით, 30-ვე ოლქში "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
დღეს, 20 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ.
ქართული ოცნების მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.