ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მგზავრებს მოუწოდებს, შორ მანძილზე ფრენებისას პირბადე კვლავ გამოიყენონ. მიზეზად, კი COVID 19-ის ახალი ვარიანტის გავრცელების საფრთხეს ასახელებენ.
ჯანმოს ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ომიკრონის უახლოესი ქვევარიანტი სწრაფად ვრცელდება. ევროკავშირის ინტეგრირებული პოლიტიკური კრიზისზე რეაგირების ჯგუფი, ჩინეთიდან ჩასული მგზავრების ტესტირების და ნიღბების საჭირობაზე საუბრობს.
ათზე მეტი ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისგან კოვიდტესტირებასაც ითხოვს.