რა ემუქრება მიხეილ სააკაშვილს | სკანდალური ინფორმაცია სასამართლო სხდომიდან

გამოქვეყნდა:

რა ემუქრება სააკაშვილს - ამერიკელი გასტროენტეროლოგის დღევანდელმა დაკითხვამ სასამართლოს წინაშე მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უმძიმესი პერსპექტივა წარმოაჩინა. სტიუარტ ფინკელმა დასმულ კითხვებზე პირდაპირ განაცხადა - თუ წონის კლება გაგრძელდება სიკვდილი გარდაუვალია; და კიდევ, მიხეილ სააკაშვილი პირისპირ დგას კიბოს განვითრების პერსპექტივის წინაშე.

მსოფლიო მასშტაბით აღიარებულმა მედიკოსმა ქართულ სასამართლოს ასეთი დრამატული მდგომარეობის მიზეზებიც განუმარტა - პატიმარს არ ჩაუტარდა დროული და ადეკვატური მკურნალობა - ამბობს მედიკოსი და ახმაურებს კიდევ ერთ გამაოგნებელ ფაქტს: მესამე პრეზიდენტს ციხეთა სისტემაში დანიშნული ჰქონდა მედიკამენტები, რომლებიც არ არის ნებადართული ამერიკის წამლის სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი