ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანონ. ამის შესახებ მან პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა.
მინისტრი ამბობს, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ქართველ კოლეგასთან, რომლის დროსაც შეშფოთება გამოთქვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
"ვისაუბრეთ, როგორ უნდა შევაჩეროთ ომი უკრაინაში და როგორ სჭირდება უკრაინას მხარდაჭრა. ესტონეთი მხარს უჭრს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ასევე ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მოვუწოდე, რომ მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა", - წერს მინისტრი.