პენიტენციური დაწესებულების ადვოკატი, გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით "სასჯელის მოხდისგან თავის არიდების" გეგმა სრულდება. მისივე თქმით, ამერიკელი ექსპერტების დასკვნები ზედაპირულ მონაცემებს ეყრდნობა და მათ სიტუაცია პირადად არ აქვთ შესწავლილი.
ეს კომენტარი მან გუშინდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"ეს ოპერაცია, რომელსაც შეიძლება დავარქვათ სასჯელის მოხდისგან თავის არიდების რაღაცა გეგმის შესრულება, მიმდინარეობს. მე არ ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის დაავადებული რაღაც დაავადებებით, რომელიც სტრესისგან არის გამოწვეული და შეუგუებლობისგან, მიუღებლობისგან მისი მდგომარეობის.
მიუხედავად იმ რეგალიებისა, და უცხოელობისა და ამერიკელობისა, რეალურად, აშკარად ჩანს, რომ ადამიანები თავიანთ დასკვნებს წერენ ისეთ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც არის ან ძალიან ზედაპურული, ან სხვისი გადმოცემით, ან ადვოკატის ინფორმაციით, ან სხვა ექსპერტის დასკვნით, თვითონ არ აქვთ ნანახი", - თქვა გელა ნიკოლაიშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო პროცესები 17 და 20 იანვარს ჩაინიშნა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ექსპერტებმა რამდენიმე დიაგნოზი დასვევს, რომლებიც სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.