ბალარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ლექსანდრე ლუკაშენკოს 2020 წლის საკამათო საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდა, დააკავეს, განაცხადა მისმა გუნდმა. ინფორმაციას დაკავებაზე Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 41 წლის ანდრეი დმიტრიევი ლუკაშენკოს საწინააღმდეგო სოციალურ მოძრაობას ხელმძღვანელობს. ის გუშინ, 11 იანვარს მინსკში დააკავეს.
მისი დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთის, ლუკაშენკომ, რომელიც ხელისუფლებაშია 1994 წლიდან, მოიპოვა გამარჯვება 2020 წლის კენჭისყრაში. არჩევნებში დაირღვა ამომრჩეველთა ნება გაყალბებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მკაცრი რეპრესიების გზით.