რუსეთში ომიკრონის შტამის ქვევარიანტის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

რუსეთში COVID 19-ის ომიკრონის შტამის ქვევარიანტის კრაკენის პირველი ოფიციალური შემთხვევა დადასტურდა. ცნობილია რომ COVID 19-ის უკიდურესად გადამდები ქვევარიანტი პენზას რეგიონში გამოვლინდა.

ინფორმაციისთვის, კრაკენი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID 19-ის ყველაზე გადამდებ ქვევარიანტად 4 იანვარს დაასახელა. პირველად, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოაჩინეს. მას შემდეგ კრაკენი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გამოვლინდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი