რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნიდან წავიდნენ და უკრაინას უჭერენ მხარს, ქონება ჩამოერთვათ - ვოლოდინი

გამოქვეყნდა:

რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი გამოვიდა ინიციატივით, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და მხარს უჭერენ უკრაინას, ქონების კონფისკაცია გაუკეთონ. მისი აზრით, ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა საზღვარგარეთ "კეთილდღეობისა და კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად" წასული მოქალაქეები ღიად უჭერენ მხარს "ბოროტმოქმედებს, ნაცისტებს და მკვლელებს".

"წასული ნაძირლები ჩვენი ქვეყნის წყალობით კომფორტულად ცხოვრობენ. საზღვარგარეთ ყოფნისას ისინი ქირაობენ უძრავ ქონებას, აგრძელებენ ჰონორარების მიღებას რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე. ამავდროულად, თავს უფლებას აძლევენ, საჯაროდ შეასხან ტალახი რუსეთს, შეურაცხყონ ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები. ისინი გრძნობენ თავიანთ დაუსჯელობას, მიაჩნიათ, რომ მართლმსაჯულება მათ ვერ მისწვდებათ. 

ამ ვითარებაში სწორი იქნება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების დამატება რუსეთის ფედერაციაში ნაძირალების ქონების ჩამორთმევის შესახებ", - დაწერა ვოლოდინმა. 

დუმის დეპუტატმა სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შეიქმნება შესაბამისი პროცედურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი