პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება, - ამის შესახებ განცხადებას გერმანიის მთავრობის წევრები აკეთებენ.
გერმანული მხარის მტკიცებით, ნავალნი ციხეში არაადამიანურ პირობებში იმყოფება და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი რუს მაღალჩინოსნებს მოუწოდებენ, რომ ნავალნის გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინონ.
შეგახსენებთ, რომ ნავალნი 2021 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში ბრუნდებოდა.
მანამდე რუსი ოპოზიციონერი ბერლინის საავადმყოფოში ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. სასამართლომ 2022 წლის 2 თებერვალს ნავალნის 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იგი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში იხდის.