მაგნიტსკის სიის ანალოგის ფორმირებაში მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატიც ერთვება

გამოქვეყნდა:

მაგნიტსკის სიის ანალოგის ფორმირებაში მესამე პრეზიდენტის ამერიკელი ადვოკატიც ერთვება. უფლებადამცველთან კონსულტაციები უკვე  დაიწყეს მესამე პრეზიდენტის ქართველმა ადვოკატებმა. სიის პირველადი ვერსია უკვე არსებობს, თუმცა საბოლოო ჩამონათვალი მყარი მტკიცებულებების საფუძველზე შეიქმნება. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ  სიის არსებულ ვარიანტში შედის ნინო გოგორიშვილი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი იყო. ადვოკატის თქმით სიაში მოხვდება ყველა ვინც საქართველოს მესამე პრეზიდენტი სიკვდილის პირას მიიყვანა და მისი უფლებები დაარღვია, ვინც გასცა განკარგულება და ვინც ეს დავალებები შეასრულა.

მიხეილ სააკაშვილთან  ვივა მედში უკრაინის კონსული იმყოფებოდა. მას გამოსვლის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა განცხადება გააკეთა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საუბრისას აქცენტი გააკეთა უკრაინაში დაწყებულ გამოძიებაზე. რაც შეეხება მაგნიტსკის სიის ქართულ ვერსიას, ხაჭაპურიძის თქმით სიაზე ამერიკელი ადვოკატებიც მუშაობენ: 

"მან აქცენტი გააკეთა უკრაინაში დაწყებულ გამოძიებაზე და თქვა, რომ ომის დამთავრების შემდეგ, საიდანაც უკრაინა გამარჯვებული გამოვა, უკრაინის მიერ დადებული სანქცია იქნება საკმაოდ სერიოზული. რაც შეეხება სიებთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ ამერიკელი ადვოკატები მუშაობენ და ქართველი ადვოკატები თუ რაიმეს მოითხოვენ, ამ დოკუმენტებს მივაწოდებთ" აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, უკრაინამ გამოძიება დაიწყო, დღეს გიული ალასანიამ გაავრცელა.

იხილეთ ასევე:

 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი