ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლოს მოლოდინში. პოლიტპატიმარი მედია მენეჯერი თავისი, პოლიტიკურად მოტივირებული საქმის საქართველოში განხილვის დასრულებას ელოდება. ნიკა გვარამიას ადვოკატებმა სამ კვირაზე მეტი ხნის წინ მიმართეს სასამართლოს უმაღლეს ინსტანციას, თუმცა ამ დრომდე არც საკასაციო საჩივრის დასაშვებობის და მითუმეტეს არც პროცესის შესახებ არაფერია ცნობილი.
"მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი არ მალავს, რომ ქართული მართლმსაჯულების იმედი არ აქვს, თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებისთვის აუცილებელი პროცედურაა ქვეყანაში ყველა ინსტანციის სასამართლოში პროცესის დასრულება.