გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია Bild რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, გადადგომის ინიციატივა მისგან მომდინარეობს და არა კანცელარიიდან. Bild-ის ინფორმაციით, ლამბრეხტის გადადგომის ზუსტი დროისა და მისი შემცვლელის ვინაობის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას არ ადასტურებს და მას ჭორს უწოდებს, თავად ლამბრეხტს კი ჯერჯერობით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.
ბოლო პერიოდში ლამბრეხტი არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი. ბოლო ასეთი შემთხვევა სსოციალურ ქსელში გავრცელებულ საახალწლო მიმართვას, უკავშირდება, რომელშიც გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინის ომზე ფეიერვერკების ფონზე საუბრობდა.
მანამდე, ის გასული წლის მაისში მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც გავრცელებული ინფორმაციით, მან 21 წლის ვაჟს ჩრდილოეთ გერმანიის კუნძულზე ბუნდესვერის ვერტმფრენით ფრენის უფლება მისცა.