ვაგრძელებთ ღრმა შეშფოთებას და ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას - პატელი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსის მოადგილის, ვენდანტ პატელის თქმით, აშშ ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მის ირგვლივ არსებულ სიტუაციას, განსაკუთრებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს.

ამის შესახებ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. მას ჰკითხეს, უჭერს თუ არა აშშ მხარს უკრაინის მოწოდებას, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ მათთან გადაიყვანონ.

"მე არ მაქვს რაიმე განახლება, მას შემდეგ, რაც ბოლოს ვისაუბრეთ. ჩვენ ვაგრძელებთ ღრმა შეშფოთებას და ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას, განსაკუთრებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას", - თქვა პატელმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ისინი სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან. დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოს პასუხისმგებლობაა, მიხეილ სააკაშვილს მოეპყრონ სამართლიანად და ღირსეულად. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი