რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევი იაპონიის პრემიერმინისტრს, ფუმიო კიშიდას ჰარაკირის ჩატარებას "ურჩევს". მედვედევის გაღიზიანება კიშიდასა და აშშ-ს პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებმა გამოიწვია. მედვედევი იაპონიის პრემიერს ღირსებას უწუნებს და იაპონელების ღალატში ადანაშაულებს:
"ბაიდენმა და კიშიდამ განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის ნებისმიერი შესაძლო გამოყენება უკრაინაში იქნება მტრული აქტი მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ.
ეს ისეთი ამაზრზენი სირცხვილია, რომ ჩვენი სახელმწიფოს ბირთვული გეგმების პარანოიაზე კომენტარსაც არ გავაკეთებ. იაპონიის მთავრობის მეთაური, დამამცირებელ, ერთგულ ექსტაზში, სისულელეებს ლაპარაკობს რუსეთზე, რომელმაც უღალატა ჰიროშიმასა და ნაგასაკის ბირთვულ ცეცხლში დამწვარი ასობით ათასი იაპონელის ხსოვნას. კიშიდას აბსოლუტურად არ აინტერესებს, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სრულად გამოიყენა ბირთვული იარაღი, იყო შეერთებული შტატები. და მისი ერთადერთი მსხვერპლი საკუთარი სამშობლოა. მას ამის შესახებ უნდა შეეხსენებინა შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის და მოეთხოვა მონანიება...
ყოველივე ამის შემდეგ, ასეთი სირცხვილი შეიძლება ჩამოიბანოთ მხოლოდ სეპუკუს [ჰარაკირი] ჩადენით.
მიუხედავად იმისა, რომ იაპონელი ვასალების ამ თაობისთვის ღირსების კონცეფცია არ არის დამახასიათებელი." წერს მედვედევი.