რუსეთის ომი უკრაინაში, პირდაპირ გავლენას ახდენს მოლდოვაზე - სანდუ რუსული რაკეტის ფრაგმენტებზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის სასტიკი ომი უკრაინაში პირდაპირ გავლენას ახდენს მოლდოვაზე - წერს მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ ტვიტერზე და გმობს აგრესორის მორიგ სასტიკ იერიშებს უკრაინაზე.

სანდუ გამოეხმაურა რუსული რაკეტების ფრაგმენტების ჩამოვარდნას მისი ქვეყნის ტერიტორიაზე

"მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ ჩრდილოეთით, სოფელ ლარგასთან რაკეტის ფრაგმენტები იპოვა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის დღევანდელ გაძლიერებულ თავდასხმებს და გვერდში ვუდგავართ მათ, ვინც დაკარგა ახლობლები დნიპროში და მთელს უკრაინაში" წერს სანდუ.

შეგახსენებთ, მოლდოვას შსს-ს ინფორმაციით, რუსული რაკეტის ფრაგმენტები ქვეყნის ჩრდილოეთით, უკრაინის საზღვართან ჩამოვარდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი