მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ სიტუაცია მაგნიტსკის მსგავსად ვითარდება, ვმუშაობთ დაჩქარებულად - "მაგნიტსკის სიის" თანაავტორი

გამოქვეყნდა:

"მაგნიტსკის სიის" თანაავტორი და ბილ ბროუდერის პარტნიორი, ივან ჩერკასოვი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის უცხოელ და ქართველ ადვოკატებთან აქტიურად მუშაობენ, რათა რაც შეიძლება მალე დასრულდეს სიაზე მუშაობა.

ჩერკასოვის თქმით, სიაში შევა ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა მიხეილ სააკაშვილის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში.

"ჩვენ ამ წუთებშიც აქტიურად ვმუშაობთ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან, რადგან სიტუაცია მიშას ირგვლივ ზუსტად ისე ვითარდება, როგორც ეს მაგნიტსკის საქმეზე იყო. ისინი სააკაშვილს აწამებენ, ასევე არ აძლევენ ადეკვატური მკურნალობის შესაძლებლობას, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძლიერ გაუარესებულია. მას აქვს დაკლებული 42 კილო და გამოჯანმრთელების პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია, ამიტომ ჩვენ დაჩქარებულად ვმუშაობთ ამ სიაზე. სიაში შევა ყველა, ვინც მონაწილეობდა სააკაშვილის წამებაში, დაწყებული რიგითი თანამშრომლებიდან და დამთავრებული მათი უფროსებით", - თქვა ივან ჩერკასოვმა.

ცნობისთვის, სასანქციო აქტის ავტორს, ბილ ბროუდერს თავად მიხეილ სააკაშვილმა მიმართა, რომ დახმარებოდა ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს "მაგნიტსკის სიის" ანალოგის შედგენაში. ბროუდერმა მესამე პრეზიდენტს წერილითვე უპასუხა და დაპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს, შესაბამისი ჩამონათვალი მაგნიტსკის აქტს დაემატოს. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი