"მომაწოდეთ დოკუმენტები მოწამვლასა და წამებაზე... ყველაფერს გავაკეთებ, რომ დასავლეთმა მაგნიტსკის სანქციებისთვის ამას ყურადღება მიაქციოს" | ბილ ბროუდერი მიხეილ სააკაშვილს

გამოქვეყნდა:

"მომაწოდეთ დოკუმენტები მოწამვლასა და წამებაზე... ყველაფერს გავაკეთებ, რომ დასავლეთმა მაგნიტსკის სანქციებისთვის ამას ყურადღება მიაქციოს" - ასე პასუხობს "მაგნიტსკის სიის" ავტორი ბილ ბროუდერი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა:

მიხეილ, გთხოვთ, თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომელშიც ეწერება, ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე, ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დასავლეთის მთავრობებმა მაგნიტსკის სანქციებისთვის ამას ყურადღება მიაქციონ, - წერს ბროუდერი. 

მანამდე კი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი "მაგნიტსკის სიის" ავტორის, ბილ ბროუდერს მიმართა და სთხოვა, რომ ქართველ პოლიტიკოსებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დახმარებოდა. მიხეილ სააკაშვილმა მას 23 დეკემბრის გამოხმაურებისთვის მადლობაც გადაუხადა.

მაშინ ბროუდერმა დაწერა: 

"ამაზრზენია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტპატიმარია და ჩვენს თვალწინ კვდება. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას. მას ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო ევაკუაცია ევროპაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მკვლელობა იქნება" - დაწერა მან.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი