მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე ბრალმდებლის როლი მოირგო ექიმმა, რომელიც წესით 7 000 პატიმრის ჯანმრთელობაზე უნდა ზრუნავდეს, თუმცა ერთი პატიმრის ჯანმრთელობა მისთვის რატომღაც ცინიკური რეპლიკების თემა აღმოჩნდა.
მალხაზ ურთმელიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად მაშინ მოექცა, როცა მიხეილ სააკაშვილი გლდანის დაწესებულებიდან სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მაშინ ბევრმა ვერ გაიგო, რა პრინციპით შეარჩია ხელისუფლებამ გორი, თუმცა მოგვიანებით იქ განვითარებულმა მოვლენებმა, ურთმელიძის განცხადებებმა და ახლა უკვე სასამართლო პროცესმაც ამ კითხვებს პასუხები ამომწურავად გასცა. გორის შემდეგ კი ურთქემლიძე პენიტენციური სამსახურში გადაიყვანეს.