მიხეილ სააკაშვილის "მაგნიტსკის სია" | Post Factum-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ბილ ბროუდერთან

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის სია უკვე პირველ კონტურებს იძენს. როგორც თავის დროზე მაგნისტკის აქტმა გადაწერა ის, თუ როგორ უყურებს დასავლეთი რუსეთს, და როგორ იყენებს სავიზო თუ საფინანსო სანქციებს ცივილიზებული სამყარო დიქტატორებთან ბრძოლისთვის, ისე ახლა მსოფლიო ახალი პრეცედენტის თვითმხილველი ხდება.

ადამიანები, რომლებიც უშუალოდ სჩადიოდნენ უკანონობას დაპატიმრებული პრეზიდენტის მიმართ, საერთაშორისო სანქციებს დაექვემდებარებიან, თუ პაკეტი კონგრესმა და დასავლეთის სხვა საკანონმდებლო ორგანოებმა მიიღეს.

სიაზე მუშაობას კი უშუალოდ ვილიამ ბროუდერი ხელმძღვანელობს. ადამიანი, ვის ძალისხმევასაც მოჰყვა მაგნიტსკის სანქციების დაწესება, რომელმაც ყველაზე მეტი იცის, როგორ მუშაობს ადამიანების წინააღმდეგ პუტინის სისტემა და რომელიც ახლა სააკაშვილის საქმეს სკურპლიოზულად სწავლობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი