ხვალ სასამართლოს შევთავაზებთ, რომ თითო მოწმის დაკითხვა 2 საათს გაგრძელდეს - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძეს შესთავაზებენ ახალ ფორმარს, რომ მოწმეების დასაკითხად ორივე მხარეს მაქსიმუმ 2 საათი ჰქონდეს. 

ხვალ სასამართლოს ჩვენება ამერიკელმა სპეციალისტმა, ჯეიმს კობიმ უნდა მისცეს. 

"შევთავაზებთ ახალ ფორმატს სასამართლოს, წინა პროცესზეც გაჟღერდა და ახლაც კიდევ გავაჟღერებთ, რომ დაცვის მხარემ გამოიყენოს 1 საათი, ვთქვათ, მოწინააღმდეგე მხარემ 1 საათი და მაქსიმუმ 2 საათში რომ მორჩეს თითო მოწმის დაკითხვა, იმიტომ, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია და ამ პროცესების ასე უსასრულოდ გაგრძელება წარმოუდგენლად მიმაჩნია. 

სიაზე მუშაობს ამერიკელი ადვოკატი მასიმო დი ანჯელო, მასთან იყრის მასალები თან და მას შემდეგ რაც ეს დაზუსტდება და სიები გაირკვევა, ის გააჟღერებს", - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე. 

მისივე თქმით, არ სურთ წინ გაუსწრონ მოვლენებს, თუმცა მიხეილ სააკაშვილს აქვს ეჭვი, ვინ შეიძლება იდგეს მისი მოწამვლის უკან.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი, რომელზეც მისთვის სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელის მოხდისგან სრულად გათავისუფლებაზე მსჯელობენ ხვალ, 17 იანვარს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი