მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ პუტინის ნარატივის გაგრძელებაა - გელბახიანი "ხალხის ძალის" განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი "ხალხის ძალის" განცხადებაში რუსულ კვლას ხედავს.

გელბახიანმა კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ მოინახულა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის აზრით, "ქართული ოცნებისგან" ფორმალურად გამოყოფილი დეპუტატები რუსეთის პრეზიდენტის გზავნილებს იმეორებენ.

"გაეცინა და თქვა, რომ სრული ლუსტრაციაა საკუთარი თავისო. ანუ ის, რაც თქვა ბატონმა პუტინმა იმის კონტექსტის და ნარატივის გაგრძელება არისო. რა თქმა უნდა [რუსულ კვალს ხედავს განცხადებაში]", - თქვა ვალერი გელბახიანმა.

ცნობისთვის, დღეს, 16 იანვარს "ხალხის ძალამ" მორიგი ანტიდასავლური განცხადება გაავრცელა. მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი დასავლელ პოლიტიკოსებს - "პატრონებს", კრიტიკული თემებით აშანტაჟებს. პარლამენტის დეპუტატების აზრით, თუ მიხეილ სააკაშვილი ვერ გაათავისუფლეს, რჩება გეგმა "ბ" - ანუ მისი, როგორც "ოქროს მოწმის" მოშორება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი