გერმანიის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნდა:

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, კრისტინე ლამბერტეხი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მისი გადადგომა მოჰყვა მედიისა და მაღალჩინოსნების კრიტიკას თავდაცვის პოლიტიკისა, სამხედრო მოდერნიზაციისა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებით.

როგორც კრისტინე ლამბერტეხმა ბრიფნიგზე განაცხადა, მან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე წარუდგინა ოლაფ შოლცს.

მინისტრი წერს, რომ - "თვეების განმავლობაში ჩემს პიროვნებაზე მედიის ფოკუსი" ხელს უშლიდა რეალურ დებატებს შეიარაღებული ძალებისა და გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს თავდაცვის მინისტროს პოსტს.

57 წლის კრისტინე ლამბერტეხმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ოლაფ შოლცის კანცლერად არჩევის შემდეგ, 2021 წლის დეკემბერში დაიკავა. მანამდე მას იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ეკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი