"უკეთეს სამყაროში წავიდა ვახტანგ კიკაბიძე.
მას უყვარდა საქართველო, მას უყვარდა უკრაინა.
მისი მიმინო კიდევ ბევრ თაობას ემახსოვრება.
მის სიმღერას კიდევ დიდხანს იმღერებენ.
მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ "თქვენი წლები თქვენი სიმდიდრეა".
მადლობა ყველაფრისთვის, დიდებულო ბუბა!"
წერს უკრაინის პარლამენტის "რადას" თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი. ქართველი მომღერალი ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.