"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის უფლებებს" | ჰერჩინსკი

გამოქვეყნდა:

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის უფლებებს", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი საუბრობს. 

"ყველა პატიმრის უფლებების დაცვა და პატივისცემა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გამოქვეყნებული ანგარიშის გამო შეშფოთებულები ვართ. მიმდინარე სასამართლო პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით. ვიმედოვნებთ, რომ საქმის წარმოება მალე დასრულდება. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას პატივი სცეს როგორც ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის უფლებებს. ეს მათი პასუხისმგებლობაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებულები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ის გაუმჯობესდება" - აცხადებს ჰერჩინსკი. 

ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოს პარლამენტში გააკეთა, სადაც ოთხი კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვდა. 

შეხვედრები მქონდა ევროინტეგრაციის, საგარო საქმეთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტების ხელმძღვანელებთან. განვიხილეთ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. ამ წლის ბოლოს ჯერ ევროკომისია, შემდეგ კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე იმსჯელებენ და ქვეყნის ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანების პერსპექტივას გადაწყვეტენ. როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, მზად ვარ ამ პროცესში დაგეხმაროთ. იმედი მაქვს პოზიტიური შეგდები გვექნება, რაც თავისთავად ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო ნაბიჯებზე და მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე აისახება. ევროკავშირის წარმომადგენლობას არამხოლოდ თითები გვაქვს გადაჯვარედინებული, არამედ მზად ვართ ამ პროცესში საქართველოს მთავრობას დავეხმაროთ, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი