ანტიდასავლური პროპაგანდა სოც. ქსელებში | რუსული ქსელი კავკასიაში

გამოქვეყნდა:

რუსული პროპაგანდისტული ქსელი კავკასიაში. სამართლიანი არჩევნების ექსპერტებმა აღმოაჩინეს და შეისწავლეს Facebook-სა და სხვა ქსელებში რეგისტრირებული გვერდები, რომლებიც მუდმივად და შეთანხმებულად მოქმედებენ. ამ გვერდების რიტორიკა ყოველთვის უკავშირდება საქართველოს ევროპული მომავლის კრიტიკას და რუსეთთან კავშირის სასიცოცხლო მნიშვნელობას.

მკვლევარები ადასტურებენ, რომ სწორედ იმავე რიტორიკით მუშაობენ რუსი პროპაგანდისტები მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში. სამოქალაქო სექტორში დარწმუნებულები არიან, რომ ეს არის კრემლის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც რუსული სპეცსამსახურების ხელშეწყობით ხორციელდება.

ავტორი: ნინიკო გიგაური

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი